Friday, March 25, 2011

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ჩემი სკოლა.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა  უნდა მოიძიონ  მასალები  თავიანთი სკოლის  დაარსებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეობს ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფს ევალებათ მოიძიონ  თქმულებები  სკოლის დაარსების შესახებ.  ჩვენს  სოფელში ადრე სკოლა იყო  ოთხწლედი, შემდეგ  გადაკეთდა საშუალო სკოლად.  მეორე  ჯგუფმა  უნდა მოამზადოს  ფოტო ან  ვიდეო  მასალა, სადაც ნათლად იქნება ნაჩვენები სკოლის  პირვანდელი და დღევანდელი  სახე. აგრეთვე  საშუალებას   ვაძლევ მაქსიმალურად  გამოიყენონ  არდადეგები,  რათა საშუალება ჰქონდეთ  გაეცნონ  სხვა სკოლებსა  და შესძლონ პარალელის  გავლება საკუთარსა  და მათ სკოლებს შორის.
 მოცემული თემის  გარშემო აკეთებენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენას   სახელწოდებით – ,,ჩემი სკოლა''.  
4. მოსწავლეთა ასაკი:13 14 15 წელი.
 5. ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
 6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას,  გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გამოიმუშავებენ ჯგუფურად  მუშაობის უნარ–ჩვევას.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან იმ სკოლის კულტურას, სადაც სწავლობენ. შექმნიან  ფოტო  ალბომს,  მოაწყობენ  გამოფენას,  გაიმდიდრებენ ლექსიკურ  მარაგს, შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ  მასალას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეო პლეერი.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა და ლიტერატურა;
10. პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ვაშალომიძე.
11. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: nvashalomidze03@gmail.com